"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს სერხიო რამოსისა და ნიკოლას ოტამენდის დუეტი სურს - წერს, Daily Mirror-ი, ესპანურ პრესაზე დაყრდნობით.
აქამდე, კოპა ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს იმ შემთხვევაში იხილავდა "იუნატედის" გულშემატკივარი, თუ სერხიო რამოსის ტრანსფერი არ განხორციელდებოდა, თუმცა ლუი ვან გაალის ინტერესი იმდენად დიდია, რომ მზად არის მთელი ძალისხმევა ჩადოს ამ საქმეში, რათა ორივე ცენტრალური მცველი "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ. ორივე ზემოაღნიშნული მოთამაშე საუკეთესოა თავის კლუბში და ესპანეთის ჩემპიონატშიც, სწორედ ამიტომ, ეს ყველაფერი წამახალისებელი ფაქტორი უნდა იყოს, როგორც რამოსისთვის, ასევე ნიკოლასისთვის.
მოგეხსენებათ, "იუნაიტედი" რამოსის შეძენას დავიდ დე ხეას ტრანსფერს უკავშირებს და შესაძლოა ეს გარიგება "რეალმა" არ მიიღოს, თუმცა "ვალენსია" უარს არ იტყვის "იუნაიტედის" შესაფერის შეთავაზებაზე.