ლუი ვან გაალის ჰოლანდიის ნაკრების წევრი, იასპერ სილესენი აცხადებს, რომ პრესაში გავრცელებულ ცნობებს ყურადღებას არ აქცევს და მომდევნო სეზონს "აიაქსში" გაატარებს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი იასპერს დავიდ დე ხეას შემცვლელად განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდება.
"აიაქსის" 26 წლის კიპერი კი, თვლის, რომ მსგავსი სახის ინფორმაციები უბრალო ჭორებია და მასზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.
"რა თქმა უნდა, ამის შესახებ მედიაში რაღაცები გესმის. მაგრამ ამისგან შორს ვიჭერ თავს და აგენტისგანაც არაფერი მსმენია. "აიაქსთან" ერთად თავს მართლა კარგად ვგრძნობ.
საკუთარი თავისგან სიამოვნებას ვიღებ და ვარჯიშებიც დიდი სიხარულით დავიწყე".