"ტორინოს" მწვრთნელმა, ჯანპიერო ვენტურამ დაადასტურა, რომ მატეო დარმიანი მომდევნო წლიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება:
"სიმართლეა, დარმიანი ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ითამაშებს.
მატეო მაღალი დონის გუნდს იმსახურებს და ყოველთვის ოცნებობდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე, ახლა კი, მისი ოცნება ახდება.
დარმიანთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით და მხოლოდ მართებული გადაწყვეტილებაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალება ეძლევა.
გაყიდვები ხდება, მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მომავალში უფრო ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება გვსურს. სწორ გზას ვადგავართ და როგორც ყოველთვის, მიზანი ევროპაში მოხვედრაა".
დარმიანი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმების გასავლელად პარასკევს ჩაფრინდება, რათა ტურნეზე "იუნაიტედის" გამგზავრებამდე გუნდის წევრი ოფიციალურად გახდეს.