26 წლის გერმანელი ლუი ვან გაალის გუნდის ნომერ პირველ სამიზნედ ითვლებოდა, თუმცა მატსმა ჩაგდებული სეზონისა და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იურგენ კლოპის წასვლის შემდეგაც კი ისურვა დორტმუნდში დარჩენა.
"ჭორები ყოველთვის არსებობს და თითქმის ყველა ჩვენს ფეხბურთელს ეხება, მაგრამ გადავწყვიტე, წელს არ წავიდე.
რა თქმა უნდა, როცა შენით დიდი კლუბები ინტერესდება - "მანჩესტერ იუნაიტედი" კი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია - ეს პატივია. მაგრამ აქ დარჩენა ვინდომე", - განაცხადა ჰუმელსმა.
აღვნიშნავთ, რომ გერმანელს, რომელმაც კარიერა "ბაიერნში" დაიწყო, კონტრაქტის მიხედვით ორი წელი აკავშირებს "ბორუსიასთან".