რობინ ვან პერსიმ "ფენერბაჰჩესთან" წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც 4 წელზე იქნება გათვლილი და კვირის ბოლომდე თურქული კლუბის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" თურქებმა უკვე შეიძინეს ერთი ფეხბრუთელი, პორტუგალიელი ლუიშ ნანის სახით, რომელმაც გადასვლისთანავე მოუწოდა ვან პერსის, რომ მისი თანაგუნდელი გამხდარიყო.
"ფენერბაჰჩეს" სპორტული დირექტორი, ჯულიანო ტერანეო გუშინ ლონდონს გაემგზავრა, რათა ვან პერსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ეწარმოებინა.
როგორც ჩანს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ჰოლანდიელი თავდამსხმელი მომდევნო სეზონს სტამბულში გაატარებს.