სტატისტიკამ ფაქტი დაადასტურა.
სერ ალექს ფერგიუსონი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია, მეორე ადგილი არსენ ვენგერმა დაიკავა, ხოლო მესამეზე ჟოზე მოურინიო გავიდა - ასეთია გამოკვლევის შედეგები, რომელიც Sky sports-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა.
"სიტის" ორი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი და მანუელ პელეგრინი პირველ ხუთეულს ხურავენ. ინგლისელ მწვრთნელებს შორის საუკეთესო, როი ევანსი, მე-10 ადგილზე აღმოჩნდა.
ცხრილის შედგენაში შემდეგი კატეგორიები გამოიყენებოდა:
- ერთ მატჩში მოპოვებული ქულების საშუალო რაოდენობა
- ტიტულების რაოდენობა
- სეზონების რაოდენობა, რომელიც პირველ ოთხეულში გასვლით დასრულდა
- პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობა
ერთ მატჩში მოპოვებული ქულათა რაოდენობა გამრავლდა 10-ზე, ჩემპიონატის ყოველ მოგებაზე დაიწერა 50 ქულა, სეზონის ოთხეულში დასრულებაზე 15 ქულა, ხოლო 5 ქულა - ჩემპიონატში ჩატარებულ ყოველ 100 მატჩზე. პრემიერ ლიგიდან ყოველ გავარდნაზე მწვრთნელი 30 ქულას კარგავს.
მაგალითად, ჰარი რედნაპმა "ტოტენჰემთან" ერთად ორჯერ დაასრულა სეზონი ოთხეულში, 641 მატჩში საშუალოდ 1,36 ქულა აქვს დაგროვილი, ამიტომ შეეძლო მე-14 ადგილზე ყოფილიყო, მაგრამ პრემიერ ლიგიდან "საუთჰემპტონსა" და ქპრ-სთან ერთად ორჯერ გავარდა, ამიტომ ტოპ-30 მწვრთნელს შორისაც კი ვერ მოხვდა.
ცხრილში შეყვანილია მწვრთნელები, რომლებმაც პრემიერ ლიგაში არანაკლებ 50 მატჩისა ჩაატარეს, ამიტომ ლუი ვან გაალი იქ ვერ მოხვდა.
ეს რეიტინგი არ შეიცავს მწვრთნელის წარმატებას სატრანსფერო ბაზარზე, ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებას და არც სხვა ტურნირებზე მოპოვებულ გამარჯვებებს.
პრემიერ ლიგის ტოპ-10 მწვრთნელისერ ალექს ფერგიუსონმა 13-ჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ამ რეიტინგის უდავო ლიდერია. ეს ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შოტლანდიელის ხელმძღვანელობის ქვეშ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონატში დომინირებდა და 21 სეზონში მხოლოდ ორჯერ დაასრულა სეზონი მეორე ადგილს ქვევით.
ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2001/02, 2003/04 და 2004/05 წლების სეზონში. პირველი სამი ტიტული ფერგიუსონმა ზედიზედ 1998/99 - 2000/01 წლებში მოიგო, შემდეგ კი ეს შედეგი 2006/07 - 2008/09 წლებში გაიმეორა.
2013 წელს მეცამეტე ტიტულის მოპოვების შემდეგ ფერგიუსონმა კარიერა დაასრულა შემდეგი მაჩვენებლებით: 2,16 ქულა მატჩში და გასაოცარი 810 მატჩი პრემიერ ლიგაში.
შემდეგია
არსენ ვენგერი, რომელმაც ჩრდილოეთ ლონდონში გატარებული 19 წლის განმავლობაში პრემიერ ლიგის სამი ტიტული მოიგო. ეს იმდენივეა, რამდენის მოგებაც მოახერხა ჟოზე მოურინიომ, მაგრამ "მეთოფეების" მედგრობა ფრანგს უფრო მაღლა დგომაში დაეხმარა.
ვენგერის ხელმძღვანელობის ქვეშ "არსენალს" არასდროს დაუსრულებია სეზონი მეოთხე ადგილზე ქვევით. და მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივართა მსგავსად კრიტიკოსებსაც კი არ უხარიათ, რომ "არსენალის" ბოლო ჩემპიონობა 2003/04 წლების სეზონით თარიღდება, ვენგერი "არსენალს" წამყვან პოზიციებზე უკვე 700 მატჩზე მეტია აჩერებს.
ჟოზე მოურინიოს კი, პირიქით, პრემიერ ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობა მხოლოდ ახლა უახლოვდება 200-ს, ზურგს უკან კი "ჩელსიში" მუშაობის 5 სეზონის განმავლობაში მესამე ჩემპიონობა დევს. ამასთან ერთად, ჟოზეს ცხრილში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ერთ მატჩში დაგროვილი ქულების მიხედვით და ვენგერის მსგავსად, არც მას დაუსრულებია სეზონი ოთხეულს მიღმა.
მწვრთნელები, რომლებმაც "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონობამდე მიიყვანეს,
რობერტო მანჩინი და
მანუელ პელეგრინი, რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ შესაბამისად. მანჩინი, რომელმაც 2012 წელს კლუბს 44 წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოუპოვა, თავის მდევარს მხოლოდ 8 ქულით ასწრებს, სამჯერ დაიკავა მეოთხე ადგილი, თუმცა ქულების საშუალო რაოდენობით პელეგრინის ჩამორჩება.
კენი დალგლიშმა "ბლექბერნი" ორჯერ ოთხეულში მოხვედრის შემდეგ ჩემპიონობამდე 1994/95 წლების სეზონში მიიყვანა, "ნიუკასლი" კი ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ რაუნდში გაიყვანა, 1996/97 წლებში მეორე ადგილი დაიკავა. "ლივერპულში" მეორედ მისვლა არცთუ ნაყოფიერი გამოდგა, მაგრამ 238 მატჩი, რომელიც პრემიერ ლიგაში ჩაატარა, კარგი ფინალური შედეგის მიღებაში დაეხმარა.
მიუხედავად პრემიერ ლიგაში ჩატარებული 76 მატჩისა,
კარლო ანჩელოტიმ თავისი კვალი დატოვა, რამეთუ 2009/10 წლებში "ჩელსისთან" ერთად მოიგო ტიტული. გადამწყვეტ შეხვედრაში კარლომ "უიგანი" გაანადგურა და 8-0 მოუგო, რამაც ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედის" 1 ქულით დამარცხების საშუალება მისცა. მომდევნო სეზონი იმით იყო დასამახსოვრებელი, რომ "ჩელსი" კვლავ ჩაერთო ტიტულისთვის ბრძოლაში და თითქმის მოიგო, მაგრამ, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირებისა, "ევერტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ დათვლილ საათებში დაითხოვეს.
რეიტინგის პირველი მწვრთნელი, რომელსაც პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება არ გამოუვიდა,
რაფაელ ბენიტესია. ესპანელი "ლივერპულს" 6 წლის განმავლობაში წვრთნიდა 2004 წლის იანვრიდან. მისი საუკეთესო შედეგი 2008/09 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა, "ლივერპული" კი, მას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა. ბენიტესი ინგლისში 2012 წელს დაბრუნდა და "ჩელსის" ჩაუდგა სათავეში, რომელთან ერთად მესამე ადგილზე გავიდა - ეს მისი მეხუთე პირადი ფინიში იყო პირველ ოთხეულში.
ჟერარ ულიე "ენფილდზე" ბენიტესის მემკვიდრე გახდა და რეიტინგში ესპანელის მომდევნო ადგილს იკავებს. ფრანგს სათასო ტურნირებში უკეთ გამოსდიოდა თამაში, მაგრამ პირველ ოთხეულში ოთხჯერ მოახერხა მოხვედრა. ულიემ 2010/11 წლების სეზონი პრემიერ ლიგაში "ასტონ ვილასთან" ერთად გაატარა, რისი დახმარებით 249 მატჩიან ნიშნულს მიაღწია.
როი ევანსი, რომელიც რეიტინგის ათეულს ხურავს, პირველი ინგლისელი და "ლივერპულის" მესამე მწვრთნელია, რომელიც ჯერ ულიეს მემკვიდრე იყო, მერე მისი დამხმარე. მას შემდეგ, რაც ევანსმა კლუბი გრემ სუნესისგან მიიღო 1993/94 წლებში, სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა. ამის შემდეგ კი ინგლისელმა ოთხჯერ მოახერხა პირველ ოთხეულში მოხვედრა.