"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპულ ფეხბურთს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაუბრუნდება.
პლეი-ოფის მატჩების კენჭისყრა პარასკევს, 7 აგვისტოს გაიმართება. პოტენციური მეტოქეები იქნებიან: "ბრიუგე", მოსკოვის CSKA, "ფენერბაჰჩე","ლაციო", "მონაკო", "პანათინაიკოსი", ვენის "რაპიდი", პრაღის "სპარტა", ლისაბონის "სპორტინგი" ან "იანგ ბოისი".
პირველი მატჩები სამშაბათს, 18 აგვისტოს და ოთხშაბათს, 19 აგვისტოს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 25 და 26 აგვისტოს.