უკვე რამდენიმე დღეა "იუნაიტედის" ფეხბურთელები ინგლისში დაბრუნდნენ, რათა ამერიკის ტურნესათვის მომზადება დაიწყონ, მაგრამ მანამდე მათ შოპინგისთვისაც გამონახეს დრო.
ესპანური ტრიო - დავიდ დე ხეა, ხუან მატა და ანდერ ერერა ტრაფორდ ცენტრში კამერებით დააფიქსირეს, რომლებიც შოპინგიდან ბრუნდებოდნენ. გუნდი ორშაბათს დაუბრუნდა ჩვეულ წესრიგს და ემზადება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად.
მიუხედავად იმისა, რომ დე ხეას ტრანსფერის საგა ჯერაც არ დასრულებულა, ის ბედნიერად გრძნობს თავს თანამემამულეებთან.