ლუი ვან გაალი და ფერგიუსონი ყოველწლიურ ტურნირზე.
"მანჩესტერ იუნაიტედის" წარსულისა და აწმყოს მწვრთნელები სამშაბათს Dunham Forest Golf-სა და Country Club-ში "იუნაიტედის" ყოვეწლიურ საქველმოქმედო გოლფის დღეზე ფეხბურთელებს შეუერთდნენ.
ორი მწვრთნელი უეინ რუნისთან, მაიკლ კერიკთან, ჯეიმს უილსონთან და პედი მაკნეირთან ერთად თამაშობდა საქველმოქმედო დღეზე, რომელსაც "იუნაიტედის" პირველი გუნდის წევრები ყოველთვის აქტიურად უჭერენ მხარს.
ასისტენტი რაიან გიგზიც იღებდა მონაწილეობას, რათა გასულ წელს მოპოვებული საუკეთესო მოთამაშის ტიტული დაეცვა, მასთან ერთად კი მწვანე ბალახს დაუბრუნდა "იუნაიტედის" ყოფილი მცველი და აწ უკვე ექსპერტი გარი ნევილი.
სერ ალექსი მის მიერ დარტყმული ბურთის ფრენას ადევნებს თვალს, ლუი ვან გაალი კი დარტყმით ნაკლებად ნასიამოვნები ჩანს
უეინ რუნი მანქანას მოედნის ირგვლივ ატარებს
ლუი ვან გაალი Dunham Forest Golf-სა და Country Club-ში თანაგუნდელებთან ერთად ფოტოს იღებს
რაიან გიგზი ტიტულის დასაცავად დაბრუნდა, ხოლო გარი ნევილი ყოფილი გუნდის დასახმარებლად
"იუნაიტედის" გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საყვარელი ფეხბურთელების გვერდით ეთამაშათ და ამისთვის 1 500 ფუნტი სტერლინგის გადახდა იქნებოდა საჭირო.
გასული წლის საქველმოქმედო დღემ 20 ათას ფუნტზე მეტი შეკრიბა, 2010 წლის შემდეგ კი ჯამში 100 ათას ფუნტზე მეტია შეგროვილი.
უეინ რუნი ტურნირის 2-გზის გამარჯვებულია - 2011 და 2012 წლებში - 2013 წელს მაიკლ კერიკმა იმარჯვა, მომდევნო წელს კი, რაიან გიგზმა.
სერ ალექს ფერგიუსონი გვიჩვენებს, რომ პენსიაზე გასვლას მისი მებრძოლი სული არ შეურყევია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი კარგ ფორმაში იმყოფება
ჯონი ევანსი და ამომავალი ვარსკვლავი ჯეიმს უილსონი ტურნირზე თანაგუნდელებთან ერთად იღებენ მონაწილეობას