დიდიე დროგბა აცხადებს, რომ რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი და კარლეს პუიოლი სამი ყველაზე რთული მოწინააღმდეგე მცველები არიან, რომელთა წინააღმდეგ კარიერის განმავლობაში უთამაშია.
37 წლის ფორვარდმა 2007 წლის ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა, 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ვიდიჩის წინააღმდეგ დაჯარიმების გამო წითელი ბარათი დაიმსახურა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
კოტ დ'ივუარელი რვაჯერ დაუპირისპირდა კარლეს პუიოლს, "ბარსელონას" წინააღმდეგ კი, 3-ჯერ მოახერხა გოლის გატანა.
BT Sport სპორტისთვის მიცემულ ინტერვიუში რიო ფერდინანდმა დიდიეს სთხოვა დაესახელებინა სამი ყველაზე რთული მოწინააღმდეგე მცველი, მან კი უპასუხა:
"რა თქმა უნდა, შენ და ვიდიჩი. ვიტყვი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ როცა გამქონდა გოლი, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მათ წინააღმდეგ ბევრს ვერ ვიტანდი.
ასე რომ, თქვენს წინააღმდეგ გატანა, ბიჭებო, თავისთავად ნიშნავს, რომ კარგად მითამაშია.
ანუ თქვენ ორი და კარლეს პუიოლი, რადგან ის რთული მოწინააღმდეგე და კარგი მცველია, მაგრამ ასევე ჯენტლმენია".