გამოცემა "Mirror"-ის ცნობით, გასული სეზონის დასასრულს ლუკ შოუმ პირადად სთხოვა "იუნაიტედის" ფიტნეს-მწვრთნელს, რომ მისთვის მომზადების ინდივიადუალური სისტემა შეემუშავებინა, რომლის საშუალებითაც იგი შეძლებდა ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ახალგაზრდა მცველი და ლუი ვან გაალი უკმაყოფილოები იყვნენ ტრავმების რაოდენობით, რომლის გამოც ფეხბურთელმა სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა.
ლუი ვან გაალთან კონსულტაციის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა სამწვრთნელო პერსონალისგან მიიღო სპეციალური პროგრამა ორგანიზმის უკეთ გასაუმჯობესებლად. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა, თავის მხრივ, ლუკის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნა უზრუნველყო.
როგორც ცნობილია, ამ მიდგომას უკვე შედეგი მოაქვს. ინგლისელმა მცველმა ამ პერიოდში 3 კილოგრამით გახდომა მოახერხა.