შესაძლოა, რაფაელი პრემიერ ლიგის კლუბში გადაბარგდეს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარჯვენა მცველი, რაფაელ და სილვა კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს, თუმცა შესაძლოა მან პრემიერ ლიგაში გააგრძელოს ასპარეზობა.
გასულ სეზონში რაფაელს არ მისცემია შანსი, რათა ლუი ვან გაალის სიმპათია დაემსახურებინა. ეს იმიტომ, რომ მისმა ცუდმა სათამაშო ფორმამ და მრავლად მიღებულმა ტრავმებმა, თითქმის მთელი სეზონის ლაზარეთში გატარება აიძულა, ხოლო მის საქმეს თავი ანტონიო ვალენსიამ გაართვა.
ManchesterEveningNews-ის თქმით, რაფაელი, რომელიც შვიდ წელზე მეტია "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობს, ვან გაალის გეგმებში არ ჯდება. ამჟამად და სილვას აგენტი შეთავაზებულ წინადადებებს განიხილავს.
24 წლის ბრაზილიელის მიმართ ინტერესს "გალათასარაი", "ნაპოლი" და "ფიორენტინა" იჩენენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რაფაელმა პრემიერ ლიგაში გააგრძელოს კარიერა. ჭორების თანახად, ბრაზილიელი მცველით პრემიერ ლიგის 2 კლუბი ინტერესდება, რომელთა სახელები ჯერ-ჯერობით უცნობია.
წყარო:
fapl.ru