მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედს" ანხელ დი მარიას სანაცვლოდ არიენ რობენი, ტომაშ მიულერი და ფული შესთავაზოს.
გერმანული გაზეთი Bild იტყობინება, რომ პეპ გვარდიოლა გუნდის გადაახალისებას და ახალი სეზონის სრულიად ახალი შემადგენლობით დაწყებას აპირებს.
"იუნაიტედი" და "ბაიერნი" მიულერის თაობაზე მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებენ, რადგან გერმანელი ვან გაალის სატრანსფერო სამიზნეა, მაგრამ შეთანხმება კვლავ მიუღწეველია.
დი მარიას ტრანსფერის სანაცვლოდ ბასტიან შვაინშტაიგერის კანდიდატურაც განიხილებოდა, რომელსაც ვან გაალი მოედნის ცენტრში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად შესაფერის კანდიდატად განიხილავს.
თუმცა მიუნხენელები არგენტინელი ვინგერისთვის, რომელმაც კოპა ამერიკაზე აჩვენა, რომ კვლავ შეუძლია სარგებლის მოტანა, "იუნაიტედს" გრანდიოზულ შეთავაზებას უმზადებენ.