"მანჩესტერ იუნაიტედის" რეზერვების გუნდი მომდევნო ორშაბათს "მურ ლეინზე" "სოლფორდ სიტის" შეხვდება, რათა პირველი წინასასეზონო მატჩი გამართოს.
"სოლფორდს", რომელმაც მიმდინარე წელს ჩრდილოეთ პრემიერ ლიგის პირველი დივიზიონის ტიტული მოიგო, ყოფილი "წითელი ეშმაკები", პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, ნიკი ბატი, ფილ ნევილი და გარი ნევილი ფლობენ.
გიგზის კავშირი "იუნაიტედთან" (მწვრთნელის ასისტენტი) ნიშნავს, რომ მას ამხანაგური შეხვედრის გამოტოვება მოუხდება, რადგან ამერიკაში "იუნაიტედის" ტურნეზე მიემგზავრება.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს სადიქ ელ ფიტური, რომელიც იანვარში სწორედ "სოლფორდ სიტისგან" შეიძინა "იუნაიტედმა".
ლიბიელმა "წითელი ეშმაკების" 21-წლამდელთა გუნდში 5 შეხვედრა ჩაატარა - 2 სასტარტო შემადგენლობაში, სამი შეცვლაზე შესვლის შემდეგ.