ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს "ბარსელონასა" და "პარიზ სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ მატჩებში ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ, თუ როგორი შემადგენლობის დაყენებას აპირებს მწვრთნელი მომდევნო სეზონში.
სანამ "იუნაიტედი" კარინგტონის სამწვრთნელო ბაზაზე დაბრუნდება, აშშ-ში 4 მატჩს გამართავს - 17 ივლისს სიეტლში "ქლაბ ამერიკა", 21 ივლისს სან ხოსეში ადგილობრივი "ერტქუეიქსი", 25 ივლისს სანტა კლარაში "ბარსელონა", 28 ივლისს ჩიკაგოში პსჟ.
ვან გაალმა განაცხადა, რომ პირველ ორ მატჩში ყველა ფეხბურთელი მიიღებს თამაშის უფლებას 45 წუთის განმავლობაში, ფინალურ ორ მატჩში კი გულშემატკივარი უკეთ გაეცნობა გეგმას, რომელსაც ჰოლანდიელი მომდევნო სეზონისთვის ამზადებს.
"პირველ 2 მატჩში ყველა ფეხბურთელს ვათამაშებ 45 წუთს, რადგან ახალ სიტუაციას უნდა შევეგუოთ. ასევე ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, მატჩებში მიიღონ მონაწილეობა.
"ბარსელონასა" და პსჟ-ს წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრები ბოლო მატჩებია და მათში გარკვეული მოთამაშეებით ვითამაშებთ 60 და 30 წუთს.
ასევე კარგი სანახავი იქნება, თუ რა დონემდე შევძლებთ დადგომას ასეთი გუნდების წინააღმდეგ. ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან გასულ წელს დიდ გუნდებს კარგი შედეგით და სანახაობრივი ფეხბურთით მოვუგეთ.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პრემიერ ლიგის პირველი მატჩია", - განაცხადა ვან გაალმა.