"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეა მანჩესტერის აეროპორტში ორშაბათს შეამჩნიეს, სადაც "იუნაიტედის" ვარჯიშზე დასწრებამდე იმყოფებოდა.
დე ხეას პირადი თვითმფრინავი 13:30 სთ-ზე დაჯდა და 24-წლის მეკარე ჩეშირში თავის სახლს დაუბრუნდა, რომელიც გასულ თვეში გასაყიდად გაიტანა.
ესპანელმა მეკარემ Cuatro-ს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მიუხედავად გავრცელებული სპეკულაციებისა, ის მანჩესტერს უბრუნდება და გუნდთან ერთად ივარჯიშებს.
დავიდმა აღნიშნა, რომ "იუნაიტედისა" და "რეალის" მოლაპარაკებების ფონზე, რომელიც მრავალგვარი სახის პოტენციურ შეთანხმებებს შეიცავს, მშვიდადაა და სანერვიულო არაფერი აქვს.