სულ რამდენიმე საათის წინ, აწ უკვე "იუნაიტედის" ყოფილმა ვინგერმა, ლუის ნანიმ, "ფენერბაჰჩეს" სამედიცინო ცენტრში შემოწმება გაიარა და კლუბში გადასვლა საბოლოოდ დაადასტურა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან უკვე გააკეთა კომენტარი, "ფენერის" მოთამაშის რანგში და მისი თქმით იგი ძალიან მოხარულია რადგან ახალი გამოწვევები ელის წინ. მას ყოფილ თანაგუნდელზე, რობინ ვან პერსიზე ჰკითხეს, რომელიც ასევე არის თურქული კლუბის ერთ-ერთი სამიზნე.
ნანიმ რობინთან ერთად 2 სეზონი ჩაატარა და 2012/13 წლებში პრემიერ ლიგაც მოიგო. მათ ახლო ურთიერთობა აქვთ და კარგ მეგობრებად ითვლებიან:
"რობინთან ამ თემაზე ჯერ არ მილაპარაკია"- განაცხადა ნანიმ.
"თუმცა თუ ის გადაწყვეტს და "ფენერში" გადმოვა, დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება. მე მას კარგად ვიცნობ და შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება თუკი ჩემი გუნდი მას გაიფორმებს."
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.