კრის სმოლინგმა იხუმრა, რომ მზად არის ანხელ დი მარიასა და მარკოს როხოს დაბრუნების შემდეგ სავარჯიშო მოედანზე თანაგუნდელები სისწრაფეში გამოსცადოს, რათა დაამტკიცოს, რომ გუნდში ყველაზე სწრაფი მოთამაშეა.
ინგლისელის თანაგუნდელმა, ჯეიმს უილსონმა განაცხადა, რომ GPS ტესტმა აჩვენა, რომ კრის სმოლინგი კლუბის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია, თუმცა გასული სეზონის მატჩებში თანაგუნდელებს შორის ყველაზე დიდი სიჩქარე უეინ რუნიმ დააფიქსირა.
"საკუთარ თავს შევაქებ იქნება ეს 5, 10 თუ 40 მეტრის მანძილზე. ამან შეიძლება რამდენიმე ადამიანი გააკვირვოს, მაგრამ თუ თანაგუნდელებს ჰკითხავთ, არა მგონია ჩემთან შეჯიბრება ვინმემ ისურვოს".
როცა ჰკითხეს, თუ ვინ გაუწევდა ყველაზე დიდ კონკურენციას, კრისმა უპასუხა: "უილო, ანხელი და შესაძლოა, იანგიც. ჩქაროსნები ვართ".
თუმცა, ნამდვილი შეჯიბრება არასდროს მოგვიწყვია. როცა ვხურდებით, 5 ან 10-მეტრიან სპრინტებს ვაკეთებთ, მაგრამ ამ დროს 4 ან 5 ვვარჯიშობთ, ამიტომ ნამდვილ შეჯიბრს არ ჰგავს. მაგრამ, იმედი მაქვს წინასასეზონო მატჩების დროს მოვაწყობთ - ფსონს ჩამოვდივარ!"