"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა, ლუიშ ნანიმ კარიერის თურქეთში გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული სიხარული გამოხატა.
კვირას ნანი სტამბულში ჩაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსფერის განხორციელებამდე აუცილებელი სხვა პროცესების გავლის შემდეგ "ფენერბაჰჩესთან" კონტრაქტი გააფორმა.
"მართლა ძალიან მიხარია ახლა აქ ყოფნა. ამას ისე ვუყურებ, როგორც კარიერაში ახალ შესაძლებლობას. ეს არის თავის გამოჩენის შანსი. მინდა, წარმატებული ვიყო.
გულშემატკივართა ურიცხვი რაოდენობა ვნახე, რომლებიც ჩემს საქომაგოდ მოვიდნენ. მინდა, მათ ჩემი საუკეთესო თამაში ვუჩვენო, ყოველთვის მთელი მონდომებით ვცდილობ", - განაცხადა პორტუგალიელმა ვინგერმა.