"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერი, ლუის ნანი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გასული სეზონი არენდის წესით ლისაბონის "სპორტინგში" გაატარა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრაზე კი ის თურქული გუნდის წინადადებას დათანხმდა და სტამბულში გაემგზავრა ტრანსფერის განსახორციელებლად.
28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე "იუნაიტედის" მაისურით 230 ჩატარებული შეხვედრა და 41 გოლია. ის ასევე იყო 2008 წლის "ჩემპიონთა ლიგის" ტრიუმფატორი გუნდის ნაწილი და მან ფინალში პენლის გატანაც მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ვინგერის ახალი კლუბი, "ფენერბაჰჩე" შესაძლოა "ჩემპიონთა ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუი ვან გაალის გუნდს დაუპირსიპირდეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" წარმატებებს უსურვებს ლუის ნანის მის მომავალ კარიერაში.
აქვე გთავაზობთ ოფიციალური საიტის მიერ მომზადებულ ვიდეოს, სადაც აღწერილია პორტუგალიელის საუკეთესო მომენტები "მანჩესტერში".