“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტანი და ამჟამად, Sky Sports-ის ექსპერტი გარი ნევილი რადამელ ფალკაოს კარგ სეზონს არ უწინასწარმეტყველებს.
"როგორც ჩანს, კოლუმბიელ თავდამსხმელს ინგლისში თამაში ძალიან მოეწონა, რადგან "ჩელსის" შეთავაზებას უპრობლემოდ დათანხმდა, თანაც ისე, რომ ორჯერ ნაკლებ ხელფასს მიიღებს, ვიდრე გასულ სეზონში "მანჩესტერი" უხდიდა. რადამელს ხშირად მოუწევს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. "ატლეტიკოში" საუკეთესო იყო. ასეთი კარგი თავდამსხმელი იშვიათად მინახავს. "ჩელსის" შეცვლაზე შემსვლელი თავდამსხმელი სჭირდება, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვედრის გამო პრეტენზიას არ გამოთქვამს.
ფალკაოს ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მაშინ დააყენებენ, თუ ვინმემ ტრავმა მიიღო. ის, რომ ჟოზე მოურინიო დიეგო კოშტაზე აკეთებს აქცენტს, ყველამ იცის. ასე, რომ რადამელს გაესპანელებულ ბრაზილიელთან მოუწევს კონკურენცია. "არისტოკრატებს" კოშტას გარდა ლოიკ რემიც ჰყავთ, მიუხედავად ამისა, რადამელი ლონდონში გადასვლით კმაყოფილია, რაც სამწუხაროა. ასეთი კლასის ფეხბურთელი რეზერვისტობისთვის ცოდოა".