ხუან რომან რიკელმემ განაცხადა, რომ 2005/06 წლების სეზონში მიღებული გადაწყვეტილება ერთადერთია კარიერაში, რომელსაც ნანობს.
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი 2005/06 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაში "ვილიარეალს" დაეხმარა, სადაც ესპანელები მის მიერ შეხვედრის ბოლო წუთზე ვერ გატანილი 11-მეტრიანის გამო დამარცხდნენ.
რიკელმე აცხადებს, რომ სანამ ნახევარფინალური მატჩი გაიმართებოდა, მასთან "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები მივიდნენ.
"ერთადერთი რამ, რასაც ჩემს კარიერაში ვნანობ, არის გადაწყვეტილება, რომელიც ინგლისის სასტუმროში "არსენალთან" ნახევარფინალურ მატჩამდე მივიღე, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემს შესაძენად მოვიდა და უარი ვუთხარი".
"ვილიარეალში" დავრჩი, რადგან მათთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდი", - განაცხადა რიკელმემ.