რობინ ვან პერსის ახალი კლუბი არ უპოვია და ორშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ვარჯიშს დაუბრუნდება.
31-წლის ვან პერსის, რომელსაც მხოლოდ ერთი წელი აკავშირებს "იუნაიტედთან" კონტრაქტის მიხედვით, თურქულ კლუბში უწინასწარმეტყველებენ გადასვლას.
მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი სრულიად მოსალოდნელი და შესაძლებელია, ვან პერსის მომავალი ჯერ-ჯერობით გადაუწყვეტელია და წინასასეზონო ტურნეზე კლუბის გამგზავრებამდე გუნდს დაუბრუნდება.
"რობინ ვან პერსის რომ ეპოვა ახალი კლუბი, აუცილებლად შეგატყობინებდით.
ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის რომ ორშაბათს ის კლუბს დაუბრუნდება და მათთან ერთად ივარჯიშებს", - განაცხადა აგენტმა.