დავიდ დე ხეა პარასკევს დაუბრუნდება მანჩესტერს და გუნდთან ერთად დაიწყებს წინა-სასეზონო მომზადებას. ამის შესახებ თავად მეკარემ განაცხადა ესპანელ ჟურნალისტებთან.
"რეალ მადრიდი? არა, მე მანჩესტერში უნდა დავბრუნდე წინასასეზონო ვარჯიშებზე." - განუცხადა დე ხეამ ტელეარხ "Cuatro"-ს ჟურნალისტს.
დევიდმა ასევე დაამატა, რომ ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს, მიუხედავად მის გარშემო არსებული სიტუაციისა.