თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2015, 11:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2164,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" "ჩელსის" გაუწევს კონკურენციას
"მანჩესტერ იუნაიტედი" ლონდონელებს ასმირ ბეგოვიჩისთვის შეეცილება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" ასმირ ბეგოვიჩის შეძენისთვის იბრძოლებენ.

ჟოზე მოურინიო "სტოკ სიტის" მეკარეს პეტერ ჩეხის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც "არსენალში" გადავიდა.

"ლურჯებმა" "მეთუნეებს" უკვე მიმართეს ბოსნიელი მეკარის თაობაზე და მოლაპარაკებების დასრულებას მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გეგმავენ. თუმცა ამაში ხელი შეიძლება "იუნაიტედმა" შეუშალოს.

თუ დავიდ დე ხეა კლუბს დატოვებს, ლუი ვან გაალი მეკარის შეძენას ეცდება. სავარაუდო კანდიდატად კი ბეგოვიჩიც განიხილება, ამიტომ მოურინიოს სურს პოტენციური კონკურენტი გზიდან ჩამოიცილოს და ასმირი დროულად გადაიბიროს.

"ჩელსიმ" 6 მლნ. ფუნტის ოდენობის შეთავაზება უკვე გააკეთა, თუმცა უარი მიიღო, მომდევნო კვირაში კი თანხას გაზრდის.

"სტოკი" მეკარისთვის 10 მლნ. ფუნტს ითხოვს, "ჩელსი" კი მხოლოდ 8 მილიონის გადახდას აპირებს, თუმცა თუ საქმეში "იუნაიტედი" ჩაერთვება, გარკვეული უპირატესობა შეიძლება იმან შესძინოს, რომ ვან გაალს შეუძლია ბოსნიელ კიპერს პირველი მეკარის ადგილი შესთავაზოს, მოურინიოს გუნდში კი, ბეგოვიჩი მხოლოდ ტიბო კურტუას შემცვლელი იქნება.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 ივლისი 2015 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
არა მგონია ამან იმხელა დონეზე ითამაშოს, რომ ნომერ პირველი მეკარე გავხადოთ.
0
№2
ავტორი: AkkRed
5 ივლისი 2015 11:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

დეა რომ მოვიდა თუ გახსოვს როგორიც იყო იმას კი ჯობია და 2 სეზონში თუ უფრო კარგ გუნდში გადავაა ძაან მაგარი მეკარე გამოვა ამისგან.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
5 ივლისი 2015 11:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
არ არის ცუდი მეკარე. რატომაც არა, მაგრამ ეს ალბათ, ერთ-ერთი ვარიანტია რამდენიმეს შემდეგ და არა პირველი არჩევანი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 ივლისი 2015 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
დე ხეას სიტუაცია სხვა იყო აკო. მაშინ ბაბუც გვყვავდა და ეხლა სხვა ვითარებააა. ეს ან გამოდგება ან არა და ვარაუდის დონეზე ვერ ვიყიდით მეკარეს. ამას რო 2 სეზონი ველოდოთ ხო დავიღუპეთ და ეგაა.
0
№5
ავტორი: AkkRed
5 ივლისი 2015 12:14
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

ყველაზე რეალურულია ვისზეც მიდის ჭორები და რავიცი აბა, ვნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია.
0
№6
ავტორი: Count Alucard
5 ივლისი 2015 12:38
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დიდად არ მინდა ბეგოვიჩი, არ არის ცუდი მეკარე, მაგრამ შეცდომები მოსდის ხოლმე არ არის მსოფლიო დონის საიმედო მეკარე.
0
№7
ავტორი: Wardell
5 ივლისი 2015 12:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მიდი დავიდ, ჯერ არ წახვიდე ლორისიც რო გაიყიდება, ლენოც და ესეც მერე მოხიე და სილესენს ვიყიდით )))) ამ ბოლო დროს როგორ მიყვარხარ შენ არ იცი პროსტა. ტყნ
0
№8
ავტორი: kantona-7
5 ივლისი 2015 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
რა ბეგოვიჩი ხომარ ანძრევენ ესენი derpwhy ლორისი ან ლენო მოიყვანონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№9
ავტორი: red devil
5 ივლისი 2015 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ღადაობენ ალბათ
0
№10
ავტორი: GeorgeBest
5 ივლისი 2015 15:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსის სკამისთვის სჭირდება ბეგოვიჩი და მანჩესტერს დე ხეას შემცვლელად

რა მაგარია love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top