"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ "წითელი ეშმაკები" ახლა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, ვიდრე ერთი წლის წინ.
გასული სეზონის დასაწყისში ფეხბურთელები ახალი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის მეთოდებს რთულად ეგუებოდნენ. 5 სასტარტო მატჩიდან "იუნაიტედმა" მხოლოდ ერთი მოიგო და საშინელ ფეხბურთს აჩვენებდა.
თანდათან თამაშში სტაბილურობა შეიმჩნეოდა და საბოლოოდ, პრემიერ ლიგის პირველ ოთხეულში "იუნაიტედმა" თავის დამკვიდრება შეძლო.
გარი ნევილს კი მიაჩნია, რომ ვან გაალთან გატარებული ერთი წლის შემდეგ "წითელი ეშმაკები" უფრო მეტის მიღწევასაც შეძლებენ.
"ვან გაალს უკვე ერთი წელი აქვს გატარებული კლუბში, შეეგუა და მოთამაშეებმაც უკეთ გაიცნეს. თუ 5-6 ახალ ფეხბურთელს შეიძენენ, რისკი იქნება მათი ადაპტირება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ სანახავია.
მოთამაშეები, რომლებიც აქ იმყოფებიან, ახალ სეზონში გაცილებით უკეთ იგრძნობენ თავს ლუისთან ერთად, რადგან მასთან მთელი წელი გაატარეს, მან მთელი წელი გაატარა მათთან და სტარტისთვის ეს უფრო კომფორტული პოზიციაა", - განაცხადა ნევილმა.