გამოცემა "telegraph"-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს დაბლოკოს დე ხეას ტრანსფერი "რეალ მადრიდში".
გამოცემა "telegraph"-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს დაბლოკოს დე ხეას ტრანსფერი "რეალ მადრიდში", იმ შემთხვევაში თუ მადრიდელები თავიანთ მცველს არ დათმობენ.
ეს ნიშნავს, რომ თუ რამოსი "ოლდ ტრაფორდზე" არ გადაბარგდება, "წითლები" მზად არიან ესპანელი კიპერი კოტრაქტის ამოწურვამდე დაიტოვონ.
"იუნაიტედის" ხელმძღვანელობას იმედს აძლევს სერხიო რამოსის ურთერთობა კლუბთან, ვინაიდან ესპანელმა მცველმა თავად გამოთქვა კლუბის დატოვების სურვილი და "სამეფო კლუბს" მოსთხოვა "მანჩესტერის" შემოთავაზებების განხილვა.
ინგლისელები ფიქრობენ, რომ ამჟამად დევიდ დე ხეასა და სერხიო რამოსს ერთნაირი თვითღირებულება აქვთ, ამიტომ მათი პირველი შეთავაზება მხოლოდ 32 მილიონ ფუნტს შეადგენს.
ზაფხულის დასაწყისში, "მადრიდში" იმედი ჰქონდათ, რომ დევიდ დე ხეას ყიდვას ძალიან მარტივად შეძლებდნენ, რადგან ესპანელ კიპერს კონტრაქტით მხოლოდ 12 თვე რჩება კლუბთან. გარდა ამისა, მათ ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ მეკარის ოჯახი და შეყვარებული ესპანელები არიან.
თუმცა, "იუნაიტედის" რამოსისადმი ინტერესმა ყველაფერი შეცვალა და კლუბი არ აპირებს მეკარის გაშვებას თუ სანაცვლოდ "ბლანკოსის" ვიცე-კაპიტანს არ მიიღებს.
რაღაც ეტაპზე, რამოსის და დე ხეას სიტუაციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა. მაგრამ ფაქტია, რომ ამჟამად ამ ორი ფეხბურთელის მომავალი მნიშვნელოვან კავშირშია. "იუნაიტედი" არ აპირებს შექმნილი სიტუაციის დაჩქარებას, ამიტომ ახლა ყველაფერი "რეალზეა" დამოკიდებული.
რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება ის ვარიანტი, რომ რამოსი "ბლანკოსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და სანაცვლოდ გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს, თუმცა ამ შემთხვევაში მადრიდელებს ერთი წლით მოუწევთ დაცდა დე ხეას დასამატებლად.
მეორე მხრივ, "მანჩესტერს" გამზადებული აქვს ახალი კონტრაქტი დე ხეასთვის და მზად არის ესპანელი მსოფლიოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მეკარედ აქციოს.
წყარო:
Telegraph