"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, მარკოს როხოს ეჭვი არ ეპარება, რომ ლუი ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" თასებს დააბრუნებს.
სერ ალექსის პენსიაში გასვლის შემდეგ "წითელი ეშმაკები" ძალიან შორს იყვნენ თასებისგან და მათ მთავარ მიზანს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება წარმოადგენდა. მიზნის მიღწევის შემდეგ კი, სიხარული ვან გაალს არ დაუმალავს.
თუმცა როხოს მიაჩნია, რომ მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება და "იუნაიტედი" თასებისთვის კვლავ იბრძოლებს.
"ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" წარმატებული იქნება. თასებს მოიგებს, ამასთან დაკავშირებით ეჭვი არ მეპარება.
პირველივე ვარჯიშიდან ჩანდა, რომ გამარჯვებულია. ძალიან მომთხოვნია. ცდილობს, არა მარტო გუნდი გააძლიეროს, არამედ შენც - სურს, უფრო მაგარი ფეხბურთელი გახდე.
იყო მომთხოვნი და ითხოვდე ბევრს - ეს ნამდვილი გამარჯვებულის ნიშნებია და ძალიან ცოტა დრო დასჭირდება "იუნაიტედის" მიერ თასების მოგებას.
როცა ვისვენებთ, ლუი სასაცილოა და ყოველთვის ხუმრობს, მაგრამ როცა საქმე გუნდის წარმატებას ეხება, სამუშაო სამუშაოა. აი, რატომ იწვევს მოთამაშეებში ასეთ დიდ პატივისცემას", - განაცხადა როხომ.