თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2015, 06:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2094,
კომენტარები: 9
პირველი შვიდი მატჩის თარიღი დამტკიცდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" კალენდარში ცვლილებები შეიტანეს.
პირველი შვიდი მატჩის თარიღი დამტკიცდა
2015/16 წლების სეზონისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი შვიდი მატჩის თარიღი და დაწყების დრო დამტკიცდა.

"წითელი ეშმაკების" პირველი მატჩი - "ტოტენჰემის" წინააღმდეგ სახლში - ასევე იქნება პრემიერ ლიგის პირველი შეხვედრა ახალ სეზონში და ის 8 აგვისტოს თბილისის დროით 15:45 სთ-ზე გაიმართება.

ლუი ვან გაალის შეგირდები შემდეგ მატჩს პარასკევს ღამით გამართავენ და 14 აგვისტოს 22:45 საათზე "ასტონ ვილას" "ვილა პარკზე" დაუპირისპირდებიან.

სეზონის მესამე შეხვედრა შაბათს, 22 აგვისტოს "ნიუკასლის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარდება და სტარტს 15:45 სთ-ზე აიღებს. ხოლო "სუონსისთან" გასვლითი მატჩი კვირას, 30 აგვისტოს 19:00 სთ-ზე დაიწყება.

"ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულთან" პრინციპული მატჩი შაბათს, 12 სექტემბერს 20:30 სთ-ზე გაიმართება, ხოლო "სენტ მერიზე" "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ დაპირისპირება კვირას, 20 სექტემბერს 19:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

ყველა ზემოთჩამოთვლილი მატჩის თარიღში ცვლილებებია შეტანილი და პირველადი გადაწყვეტილებისგან განსხვავებით შეცვლას არ ექვემდებარება, თუმცა აგვისტოსა და სექტემბერში ერთი შეხვედრა, რომელიც თავის ორიგინალ თარიღს ინარჩუნებს, 26 სექტემბერს, "სანდერლენდის" წინააღმდეგ შაბათს, 18:00 სთ-ზე გასამართი მატჩია.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 ივლისი 2015 07:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ანუ სეზონს "იუნაიტედი" ხსნის? პირველი თამაშის მოგება და თან ტოტენჰემთან კარგი იქნება derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: vincent
4 ივლისი 2015 09:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ჩემი აზრით ტოტენჰემის მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო,უფრო დაბალი კლასის,პირველ ტურში უკეთესი იქებოდა.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 ივლისი 2015 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ოლდტრაფორდზე ვიწყებთ და ეს რა თქმა უნდა ძაან კარგია. პირველ თამაშებს დიდი მნიშვნელობა აქვს და დარწმუნებული ვარ მოგებით დავიწყებთ manunited
0
№4
ავტორი: Manchester_M
4 ივლისი 2015 10:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
წელს ლიგა გვჭირდება ძან დიდი ხანი გამოგვივიდა შესვენება ლიგის გარეშე :X
0
№5
ავტორი: Wardell
4 ივლისი 2015 13:05
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
კარგია, პირველი ტურები ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია და ტოტენჰემთან, ლივერპულთან და სოტონთან თუ მოგებებით დავიწყებთ ჩათვალეთ პირველი წრის მომგებისთვის გავიწევთ.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
4 ივლისი 2015 14:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საწყისი ტურები არც ისეთი ადვილი გვიწევს

ლივერპული ჯერარდის გარეშე ყველაზე ცუდი სანახავი იქნება ალბათ
0
№7
ავტორი: Martial
5 ივლისი 2015 02:59
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
დასაწყისი დიდად არ გვივარგა ხოლმე მარა მერე მოდიან აზრზე. შარშანდელზე უკეთესი შედეგი უნდა იყოს წელს. ტოტენჰემი პირველივე ტურში არც ისე კარგია
0
№8
ავტორი: AkkRed
5 ივლისი 2015 10:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
vincent,

გასულ წელსაც პირველი ტური და საერთოდ პრემიერ ლიგის გახსნა გვქონდა როგორც წელს და სოუნსიმ რაც ქნა იმედია კარგად გახსოვს
0
№9
ავტორი: Wardell
5 ივლისი 2015 12:36
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
გინდა თქვა, რომ სუონსი დაბალი დონის გუნდია? :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top