ჰოლანდიის ნაკრები ყოფილი წევრი, როი მაკაი თვლის, რომ ლუი ვან გაალი, ვან პერსი და დეილი ბლინდი ძალიან გაუადვილებენ მემფის დეპაის "იუნაიტედში" აკლიმატიზაციას.
ჰოლანდიის ნაკრები ყოფილი წევრი, როი მაკაი თვლის, რომ ლუი ვან გაალი, ვან პერსი და დეილი ბლინდი ძალიან გაუადვილებენ მემფის დეპაის "იუნაიტედში" ადაპტაციას.
როგორც მოგხსენებათ, ახალგაზრდა ვინგერს მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, ორივე ფეხბურთელთან ერთად მოუწია ასპარეზობა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ.
"მემფისისთვის სეზონის სტარტი ადვილი არ იქნება, თუმცა მას აქვს იმის უნარი, რომ კარგი შენაძენი გახდეს." - განუცხადა მაკაიმ კლუბის ოფიციალურ საიტს. "ის შესანიშნავი ფეხბურთელია და აქვს ფანტასტიკური შეტევითი შესაძლებლობები, რაც გასულ სეზონში დაამტკიცა "ერედივიზიონის" საუკეთესო ბომბარდირობით."
"მასზე გარკვეული წნეხი იქნება, რადგან მის სიტუაციაში მყოფ ფეხბურთელებზე ყოველთვის დიდი ზეწოლაა. თუმცა დეპაი და ვან გაალი თანამემამულეები არიან და ვფიქრობ სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მან "იუნაიტედი" არჩია სხვა კლუბებს."
"მენეჯერის გარდა, გუნდში არიან რობინ ვან პერსი და დეილი ბლინდი, რომელთაც შეუძლიათ მემფისს ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაციაში დაეხმარონ."
შეგახსენებთ, რომ მემფისი თანაგუნდელებს რამდენიმე დღეში, წინასასეზონო ტურნეს დაწყებამდე შეხვდება. ხოლო მისი დებიუტი სავარაუდოდ 17 ივლისს, სიეტლში შედგება "ქლაბ ამერიკას" წინააღმდეგ.