მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი კლუბი "იუნაიტედის" არგენტინელი ვინგერით, ანხელ დი მარიათი არ ინტერესდება.
მიუხედავად იმისა, რომ 27-წლის ვინგერი "ოლდ ტრაფორდზე" თავის გამოჩენისთვის ბრძოლას აპირებს, მისი შესაძლო გადასვლის შესახებ ჭორები არ წყდება.
თუმცა მიუნხენელები არც კი განიხილავენ დი მარიას შეძენის ვარიანტს. გვარდიოლას თქმით, მას დი მარიას სტილის მოთამაშე მოსწონს, მაგრამ მის ყიდვას არ აპირებს.
"ამერიკის თასზე არგენტინის ნაკრების მატჩები არ მინახავს, რადგან ისედაც ვიცი, როგორ სტილში თამაშობს დი მარია. "მანჩესტერ იუნაიტედი" ასეთ დიდ თანხას არ გადაიხდიდა, ანხელი ცუდი მოთამაშე რომ იყოს.
მაგრამ ინტერესდება თუ არა მისით "ბაიერნი"? არა!", - აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.
აღსანიშნავია, რომ დი მარიასადმი ინტერესი შეიძლება პსჟ-მ განაახლოს. ფრანგულ გუნდს ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევის გამო აკრძალვა მოეხსნა და ლიგა 1-ის გრანდი შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს ანხელის შეძენას.