თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2015, 10:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2002,
კომენტარები: 8
"ვან გაალი სამხრეთ ამერიკელებს არასდროს სწყალობდა"
დიეგო ფორლანი დი მარიას ირგვლივ არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, დიეგო ფორლანი აცხადებს, რომ კლუბმა დი მარიას შემთხვევაში შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოს.

არგენტინელმა ნახევარმცველმა ნაკრების რიგებში კოპა ამერიკაზე ფორმა აღიდგინა და პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ ორ გატანილ გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.

დი მარიამ არგენტინის ნაკრების ხუთივე თამაში სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა და მის ანგარიშზე ტურნირზე გაკეთებული სამი საგოლე გადაცემაა.

"იუნაიტედის" მეორე სამხრეთ ამერიკელი შენაძენი, ფორლანი, რომელსაც ხუან სებასტიან ვერონისა და რადამელ ფალკაოს მსგავსად "ოლდ ტრაფორდზე" თავის გამოჩენა არ გამოუვიდა, მიიჩნევს, რომ თუ "იუნაიტედი" დი მარიას შეინარჩუნებს, მისგან აუცილებლად მიიღებს სარგებელს.

"ვფიქრობდი, რომ დი მარია სუპერ შენაძენი იყო, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ მეც გაკვირვებული დავრჩი.

ლუი ვან გაალი არასდროს სწყალობდა სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს და მათი გულშემატკივარიც არასდროს ყოფილა, ამას ჩემი მეგობარი, ხუან რომან რიკელმეც დაგიდასტურებთ, რომელიც "ბარსელონაში" ვან გაალთან ერთად მუშაობდა.

როცა ვან გაალი "ბაიერნში" მივიდა, იქიდანაც გაუშვა სამხრეთ ამერიკელი მოთამაშეები, თუმცა რადამელ ფალკაო და დი მარია "იუნაიტედში" დიდი თანხის სანაცვლოდ შეიძინა.

ფეხბურთელები რობოტები არ არიან და თუ რაღაც ცუდი მოხდება, მწვრთნელებმა უნდა აღმოაჩინონ პრობლემა. დი მარიას ნდობა ღირს. ის თითქმის ყველა სხვა ფეხბურთელისგან განსხვავებულ რამეს გვთავაზობს.

მადრიდის "რეალს" გასულ სეზონში დი მარიას სისწრაფე აკლდა. ანხელი სწრაფია, საგოლე გადაცემების გაკეთება შეუძლია და ფეხბურთში ყველაზე რთულ რამეს ახერხებს - მეტოქეს ერთი-ერთზე ატყუებს.

"იუნაიტედი" ინანებს თუ გაუშვებს. კიდევ ერთი სეზონი უნდა მიეცეს დამტკიცებისთვის, კლუბმა კი მისი უკეთ უნდა ირწმუნოს და ენდოს.

დიდებული ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელები ერთამენთს ყოველთვის ვერ ეწყობიან, თანაც ყველა მოთამაშე ვერ ერგება სისტემას, მაგრამ დი მარიას შემთხვევაში სიჯიუტის გამოჩენა ღირს",
- განაცხადა დიეგო ფორლანმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 ივლისი 2015 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ დი მარიას არავინ უშვებს და არც თვითონ ფეხბურთელს სურს სადმე წასვლა. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკელ ფებხურთელებს რიკელმე ნამდვილად არ მახსოვს ბარსელონაში, მაგრამ ზოგადად როგორც ჩანს პრემიერ ლიგაში ნამდვილად უჭირთ სამხ. ამერიკელ ფეხბურთელებს ადაპტირება, თუმცა მე მჯერა რომ დი მარია გამონაკლისი იქნება. მიზეზი იმისა რომ ასეთი ტიპის ფეხბურთელებს უჭირთ ეპლ-ში თამაში ალბათ არის ის, რომ ინგლისში სხვა ჩემპიონატებისგან განსხვავებით ბევრად კონტაქტური და სწრაფი თამაშია. ყოველშემთხევაში მე დიდი იმედი მაქვს, რომ დი მარია მანჩესტერში თავის თამაშს აუცილებლად იპოვის.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
3 ივლისი 2015 10:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რომ არა მისი ნიჭი და უნარი, ამდენ ფულს არ გადაიხდიდა ლუი. რა თქმა უნდა, შეუძლია ანხელს და უფრო უკეთაც ითამაშებს. აქ კი არა ბენფიკაში უჭირდა თავიდან, მერე რეალშიც უჭირდა, მაგრამ იპოვა საკუთარი თამაში. ფიზიკურად არც დავიდ სილვა ძლიერი, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს და დი მარიასგან რატომ არ უნდა ველოდეთ იგივეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: temo-scholes
3 ივლისი 2015 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
RojoDiablo,
gio imena yvelaze realuri argumenti daasaxele shen da sruliad getanxmebi
0
№4
ავტორი: kantona-7
3 ივლისი 2015 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
დიმკა ძააან მაგარია და ლუის რომ არსდომრბოდა არც იყიდიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№5
ავტორი: Wardell
3 ივლისი 2015 13:21
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
დი მარიას ძალიან სჭირდებოდა ამ ტურნეზე წასვლა, დარწმუნებული ვარ შტატებში რო ყოფილიყო სეზონის სტარტიდანვე სასწაულ თამაშს დადებდა. მარა ეხლა მოუნდა არგენტინას მაინცდამაინც კოპა ამერიკის მოგება :/
0
№6
ავტორი: AkkRed
3 ივლისი 2015 13:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

რა გინდა ძმაო მესი ჩრდილი ჰყავს მოქცეული ახლა არგენტინაში ისე თამაშობს
0
№7
ავტორი: GeorgeBest
3 ივლისი 2015 13:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვნახოთ, მომავალ სეზონში დიდი იმედებით ვართ. თუ ისევ ვერ გაამართლა მსურველი ბევრი ჰყავს და წავა, კიდე ამის დატოვება მეორე მსგავსი სეზონის მერე ძაან ტეხავს დი მარიასთვისაც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top