მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ბასტიან შვაინშტაიგერს მოუწოდა თავად გაერკვეს იმაში, სურს თუ არა კლუბის დატოვება.
თუ ჭორებს დავუჯერებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მორგან შნეიდერლინის თაობაზე "საუთჰემპტონს" შეთავაზებებს იმიტომ არ უმზადებდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" გამოცდილი გერმანელის გადაბირების იმედი ჰქონდა.
გვარდიოლამ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ბასტიანის სხვა კლუბში გადასვლა არ სურს, თუმცა მას გადაწყვეტილების მიღებაში ხელს არ შეუშლის.
"თუ შვაინშტაიგერს დარჩენა სურს, მაშინ შესანიშნავია. ის ტოპ-კლასის მოთამაშეა. რა თქმა უნდა, ბასტისთან მომდევნო სეზონშიც ვაპირებ მუშაობას, მაგრამ გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.
შესანიშნავი კარიერა აქვს, ის დამოუკიდებლად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს. ვუთხარი, რომ მისი მომავალი მის ხელთაა", - განაცხადა გვადიოლამ.