"მანჩესტერ იუნაიტედმა" "საუთჰემპტონის" ნახევარმცველის, მორგან შნეიდერლინის მიმართ ინტერესი ოფიციალურად დაადასტურა, რამეთუ ფრანგის შესაძენად შეთავაზება განახორციელა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში "წმინდანთა" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მის გუნდს არავითარი სერიოზული შეთავაზება არ მიუღია.
თუმცა ლუი ვან გაალს სურს ფრანგი ფეხბურთელი მანამდე გადაიბიროს, სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებში კლუბი ტურნეზე გაემგზავრება, ამიტომ 25-წლის ნახევარმცველის თაობაზე 20 მლნ. ფუნტის ოდენობის შეთავაზება გააკეთა.
"საუთჰემპტონი" კი მორგანს 25 მლნ. ფუნტად აფასებს და ფასის დაკლებას არ დასთანხმდება, რაც მოლაპარაკებებს ჩიხში შეიყვანს.