Daily Express–ის თანახმად, ლუის ვან გაალმა ნახევარდაცვაში, ზაფხულის მთავარ სატრანსფერო სამიზნედ იორდი კლასი აქცია. 24 წლის ფეხბურთელი ვან გაალის 23 კაციანი განაცხადის წევრი გახლდათ 2014 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე და ნაკრებს მესამე ადგილის დაკავებაშიც დაეხმარა.
ჰოლანდიელი ნახევარმცველი "ფეიენოორდის" აკადემიის აღზრდილია და კლუბში 9 წლის ასაკიდან ირიცხება. "წითელი ეშმაკები" კი მზად არიან ფეხბურთელი თავიანთ შემადგენლობაში იხილონ, მას შემდეგ რაც ბასტიან შვაინშტაიგერი საბოლოოდ დაკარგეს.
კლასი ვან გაალის მიერ მოთხოვნად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ის 24 წლის ახალგაზრდაა, მემარჯვენე და ამასთან ერთად შეუპოვარია, რაც დაეხმარება იმაში, რომ პრემიერ ლიგაში გაიბრწყინოს.
კლასი უპირატესობას ევროპულ ტურნირებსაც ანიჭებს , რისი შეთავაზებაც "იუნაიტედს" ნამდვილად შეუძლია. თავის მხრივ, კლასი წარმატების მოპოვებაში დაეხმარება კლუბს.