ჰოლანდიის ნაკრების ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა და "ეშმაკების" მცველის, დეილი ბლინდის მამამ, დანი ბლინდმა განაცხადა, რომ "იუნაიტედის" სამწვრთნელო შტაბში შესვლის წინადადებაზე უარი თქვა.
დანი ბლინდი ლუი ვან გაალს გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრების გაწვრთნაში ეხმარებოდა. თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მუშაობას "აიაქსის" ყოფილი კაპიტანი არ დათანხმდა.
"მანჩესტერ იუნაიტედისგან" ფანტასტიკური შემოთავაზებები მქონდა. გასული წლის განმავლობაში ლუი ვან გაალთან "იუნაიტედის" შესახებ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრე, თუმცა ყველა წინადადებაზე უარი განვაცხადე.
თუ ამბიციური ხარ, არის კი რამე უფრო მშვენიერი, ვიდრე შენი ქვეყნის ნაკრების გაწვრთნაა?", – განაცხადა ბლინდმა.