თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2015, 12:56
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2128,
კომენტარები: 10
სტეფან დე ვრეი "იუნაიტედის" რადარზე
ვან გაალი რამოსის ალტერნატივას დე ვრეიში ხედავს.
სტეფან დე ვრეი
იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედი" ვერ შეძლებს სერხიო რამოსის გადაბირებას, ჰოლანდილი თავკაცის, ლუი ვან გაალის სამიზნე, მისი თანამემამულე სტეფან დე ვრეი იქნება.

მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, რომ სერხიოს "რეალის" დატოვება და "იუნაიტედში" გადასვლა სურს, "რეალი" არ აპირებს ესპანელის გაყიდვას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამოსმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, იგი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მინიმუმ ორი წელი მაინც იასპარეზებს.

The Telegraph-ის თქმით, თუ მოლაპარაკება არ შედგა და რამოსი ესპანეთში დარჩა, ვან გაალი სტეფან დე ვრეიზე გადაერთვება, რომელიც მისი შეგირდი იყო ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში.

სტეფანი იყო მთავარი ფიგურა ლუი ვან გაალისთვის გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე. დე ვრეიმ ყველა, შვიდივე მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში და მისი კარგი თამაშით უამრავი კლუბის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის "იუნაიტედისაც", მაგრამ მისი არჩევანი რომის "ლაციოზე" შეჩერდა.

დავამატებთ, რომ 23 წლის დე ვრეის კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2018 წლამდე აკავშირებს, ასე რომ "იუნაიტედს" დიდი თანხის გადახდა მოუწევს ჰოლანდიელის გადასაბირებლად.

წყარო: fapl.ru
ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
2 ივლისი 2015 12:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მაგრად მევასუება ეს კაცი, კარგი მცველიცაა მაგრამ შეძლებს იმ სივრცის ამოვსებას, რაც ჩვენს დაცვაშია ? no არ ვიცი, მე, ისევერ როგორც ყველას, რამოსი მსურს და ვნახოთ რამოხდება .. ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართ და
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: RojoDiablo
2 ივლისი 2015 13:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Goginashvili777,
არა მგონია ახლა ახლოს ვიყოთ. უბრალოდ საუბრებია, მაგრამ არაფრის მომცემი. არ მოგვყიდიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
2 ივლისი 2015 13:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მსოფლიოს მერე არ მიყურებია ამის თამაშისთვის, მაგრამ მსოფლიოზე კარგი იყო. წლევანდელი სმოლინგის დონეზეა და რავი ჩემის აზრით უფრო ლიდერი და გამოცდილი გვჭირდება
0
№4
ავტორი: Goginashvili777
2 ივლისი 2015 13:31
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
AkkRed,
აკო შესარჩევებზეც კარგად თამაშობს. ყველა თამაშს ვუყურებ ჰოლანდიისას და ძაან კლასნი ცენტრია, მაგრამ ეპლიში ჰო იცი ერთეულები თუ გაქაჩავენ.

RojoDiablo,
ჩემი აზრი გიო, საკმარისზე ცოტა მეტი თანხა და ჩვენი იქნება . შნეიდერლინზე რა გააკეთეს რა, იმედია რამოსს მაინც გადაუხდიან დიდ თანხას, თორე ამოვიდა ყელში დე ვრეისნაირები და ჭ - კლასები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: kantona-7
2 ივლისი 2015 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ამას წინა წელს იყიდიდა თუუნდოდა. ჭორია!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
2 ივლისი 2015 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
გაცილებით მაღალი დონის მცველი გვჭირდება ვიდრე ეს დე ვრეია!
0
№7
ავტორი: A.HERRERA
2 ივლისი 2015 14:05
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
შარშან რომ მოსულიყო ჯობდა. ახლა მირჩევნია ისევ ჩვენი რესურსით ვქნათ რამე, ან ევანსი თუ წავა იმ შემთხვევაში მოვიდეს.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
2 ივლისი 2015 15:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აარააა ამის მომყვანი არავნ. თუ მოსაყვანი იყო ზაფხულშივე დაითრევდნენ და პრობლემა რო არ იქნებოდა გამოყვანა მგონი ეჭვი არც არავის ეპარება

რა დე ვრეი derpwhy
0
№9
ავტორი: Giorgi Kuloshvili
2 ივლისი 2015 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
ამ ჰოლანდიელებით ხო წაიღეს რა ტვინი -_-
0
№10
ავტორი: Count Alucard
2 ივლისი 2015 22:12
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ბარემ ლომი მივიხატოთ გულზე და ფორმაც ოდნავ გავაღიავოთ. მთელ ჰოლანდიას მანჩესტერს უკავშირებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top