ბოსნიელი ნახევარმცველი კვლავ მოთხოვნადია.
სხვადასხვა გამოცემის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული" და მადრიდის "ატლეტიკო'', "რომას" ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის შესყიდვითაა დაინტერესებული, რომლის საფასურიც £32 მილიონს შეადგენს.
იტალიური "რომას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი ერთ–ერთი მოთხოვნადი ნახევარმცველია მას შემდეგ, რაც რომში კიდევ ერთი შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა რუდი გარსიას ხელმძღვანელობის ქვეშ.
პიანიჩი რომას 2011 წელს შეუერთდა £8 მილიონად და მას შემდეგ იტალიური გუნდის მნიშვნელოვან წევრად ითვლება. მის ანგარიშზე 18 გატანილი ბურთია 139 შეხვედრაში.
ვან გაალი დარწმუნებულია, რომ 25 წლის ბოსნიელი ნახევარდაცვას დამატებით ძალას შემატებს, ხოლო "ლივერპულელთა" თავკაცი, ბრენდან როჯერსი მასში სტივენ ჯერარდის პოტენციურ შემცვლელს ხედავს. ინგლისურ კლუბებს კონკურენციას "ატლეტიკო" უწევს, რომელიც არდა თურანის შემცვლელს ეძებს, მათი არჩევანი კი სწორედ პიანიჩია.
იტალიური კლუბი არ აპირებს ფეხბურთელს £32 მილიონზე ნაკლებად შეელიოს, რადგან ისინი სხვადასხვა პოზიციის გაძლიერებას გეგმავენ.
წყარო:
express