ვან ჰოოიდონკი თანამემამულის მდგომარეობაზე საუბრობს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" რობინ ვან პერსის გაყიდვას მისგან დაუკითხავად ცდილობს.
პიერ ვან ჰოოიდონკს, ვან პერსის ყოფილ თანაგუნდელს "ფეიენოორდში", მიაჩნია, რომ "წითელი ეშმაკები" ჰოლანდიელი ფორვარდის სამსახურს სხვადასხვა კლუბებს იანვარში სთავაზობდნენ.
"სელტიკისა" და "ნოტინგემ ფორესტის" ყოფილმა თავდამსხმელმა ორი წელი "ფენერნაჰჩეში" გაატარა და აცხადებს, რომ სწორედ მათ შესახებ მიიღო ცნობები.
"მიმდინარე წლის იანვარს თურქეთიდან რობინისა და "ფენერბაჰჩეს" შესახებ ინფორმაცია მივიღე.
როგორც კი ეს ინფორმაცია მოვიდა, თქვენ უკვე იცოდით, რომ "იუნაიტედმა" ტრანსფერის განსახორციელებლად ხალხი გაგზავნა.
აგენტები და სხვები დიდ კლუბებს ეძებდნენ, რომლებიც ვან პერსიში დიდი თანხის გადახდას შეძლებდნენ. რობინის კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს იწურება, ასე რომ, ეს არის მომენტი, როცა მათ ფულის მიღება შეუძლიათ".კონტრაქტის ამოწურვასთან ერთად იწურება რობინის სათამაშო დროც.
მიუხედავად იმისა, რომ რადამელ ფალკაოს "მონაკოში" დაბრუნების შემდეგ ჰოლანდიელის სათამაშო დრო სავარაუდოდ მოიმატებს, "იუნაიტედი" მიმდინარე ზაფხულს მასზე არ შეაჩერებს არჩევანს და თავდასხმის ხაზის გაძლიერებას ეცდება.
სავარაუდო კანდიდატები კი ჰარი კეინი, კარიმ ბენზემა და ტომაშ მიულერი არიან, რაც ვან პერსის წასვლის ალბათობას ზრდის.
ვან ჰოოიდონკი:
"ვან პერსი რთულ სიტუაციაში იმყოფება. გარე სამყაროს ეუბნება, რომ დარჩენა გააბედნიერებს და ეს მესმის. მაგრამ რობინი გრძნობს, რომ "იუნაიტედს" მისი თავიდან მოშორება სურს.
გერმანიის, ესპანეთისა და ინგლისის დიდი კლუბები უფრო მიმზდიველი წინადადებებია. მანამდე კი ფეხბურთელი გააცნობიერებს, რომ მის ზურგს უკან ორმა კლუბმა შეთანხმებას მიაღწია.
ეს არის მომენტი, როცა ზეწოლას გრძნობ. თითქმის იძულებული ხარ წახვიდე იმ კლუბში, რომელშიც შენს შრომას დააფასებენ. ამიტომ ვამბობ, რომ ახლა თამაშები მნიშვნელოვანია".ვან ჰოოიდონკს მიაჩნია, რომ თურქეთში გადაბარგება ვან პერსის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების საშუალებას მისცემს.
"რა თქმა უნდა, ფული კარგია, ცხოვრება კარგია სტამბულში, მაგრამ ეს არ არის დიდი საფეხბურთო ლიგა, რომელზეც ევროპაში ლაპარაკობენ.
რობინისთვის ბევრი რამ წყდება. საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე თამაში სურს. ამიტომ ევრომდე დარჩენილი 10 თვის განმავლობაში ბევრი უნდა ითამაშოს.
მეჩვენება, რომ მისი ურთიერთობა ვან გაალთან ისეთივე კარგი არ არის, როგორიც ჰოლანდიის ნაკრებში იყო, როცა ფეხბურთელებს ერთად წვრთნიდნენ.
რობინს ამ ზაფხულს კლუბის დატოვებას ვურჩევ. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მასთან განშორება სურთ. ასე რომ, დროულად უნდა მოშორდეს".წყარო:
M.E.N.