მექსიკის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ხავიერ ერნანდესმა ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ლავიწი მოიტეხა.
ეს "აცტეკების" ბოლო ამხანაგური მატჩი იყო, სანამ ისინი კონკაკაფის ოქროს თასის გათამაშებაზე გაემგზავრებოდნენ. ამგვარად, ერნანდესი ტურნირს გამოტოვებს.
27-წლის ფორვარდი 41-ე წუთზე მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა დაწვრილებითი გამოკვლევები ჩატარებოდა.