"წითელი ეშმაკები" ტრანსფერის განხორციელებას არ ჩქარობენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" არ ჩქარობს "საუთჰემპტონს" მორგან შნეიდერლინის ტრანსფერის თაობაზე მეორე წინადადება გაუკეთოს.
"წმინდანთა" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ფრანგის თაობაზე მის კლუბს "იუნაიტედისგან" არავითარი სერიოზული წინადადება არ მიუღია.
Sky Sports-ი კი იტყობინება, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ერთი წინადადება მაინც გააკეთეს, რაც 20 ივნისს მოხდა, თუმცა კუმანის ტერმინოლოგიით, "არასერიოზული".
აღნიშნული შეთავაზება 25 მლნ. ფუნტზე ნაკლებს წარმოადგენდა, ანუ იმაზე ნაკლებს, ვიდრე "საუთჰემპტონი" ითხოვდა, შესაბამისად "იუნაიტედმა" უარი მიიღო.
მას შემდეგ კვირანახევარი გავიდა და კუმანის შეგირდები არდადეგებიდან დაბრუდნენ. "იუნაიტედი" კი რაღაც მიზეზის გამო მეორე შეთავაზების გაკეთებას არ ჩქარობს.
მიუხედავად ამისა, რიო ფერდინანდმა მორგანზე, როგორც "იუნაიტედის" პოტენციურ ახალწვეულზე, კომენტარი გააკეთა.
"როგორც ჩანს, 20 პლუს რამდენიმე მილიონად ეს შეთანხმება შედგება. ის არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია "იუნაიტედს" რაღაც შემატოს, ცოტა სიმყარე, იცის პასების კეთება და დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა.
ვფიქრობ, კარგი მოთამაშეა, გუნდისთვის კარგი დანამატი, მით უმეტეს, როცა ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როგორიც კერიკია, ტრავმირებულია.
ვფიქრობ, ამ ბიჭს ასეთი როლის მორგება შეუძლია და კერიკს ტვირთს მოხსნის. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია", - განაცხადა რიომ თავის YouTube არხზე.
წყარო:
fapl.ru