პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალს" აცნობა, რომ კლუბის დატოვება სურს, თუმცა მცველის დედამ ეს უარყო.
წყაროები იტყობინებოდნენ, რომ 29-წლის მცველის უკმაყოფილება იმით არის გამოწვეული, რომ კლუბის პრეზიდენტისგან, ფლორენტინო პერესისგან ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი ვერ მიიღო.
მაგრამ პაკი რამოსი, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის დედა სხვაგვარად ფიქრობს: "რა თქმა უნდა, მისი პირველი არჩევანი მადრიდში დარჩენაა. "მანჩესტერ იუნაიტედი"? არა მგონია, მას ესპანეთში დარჩენა სურს".
თვის დასაწყისში, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხორდი მაიომ განაცხადა, რომ რამოსის აგენტმა მას თავისი კლიენტი შესთავაზა, თუმცა მოთამაშის წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო.