თბილისი:
მანჩესტერი:
1-07-2015, 08:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2564,
კომენტარები: 10
კინი: "იუნაიტედის" გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ"
როი კინი "იუნაიტედს" არ ქომაგობდა.
კინი:
ბევრი გულშემატკივარისთვის როი კინი "მანჩესტერ იუნაიტედის" ოთხმოცდაათიანი წლებისა და საუკუნის შეცვლის პერიოდის წარმატებებთან ასოცირდება.

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 12 წლის განმავლობაში კინმა პრემიერ ლიგის შვიდი, ასოციაციის ოთხი და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტული მოიგო.

მაგრამ ირლანდიელმა აღიარა, რომ "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარი არასდროს ყოფილა და ბავშვობიდან "ტოტენჰემს" უჭერდა მხარს.

"არც კი მგონია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ვიყავი, როცა მათთვის ვთამაშობდი.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, "დეზებს" ვქომაგობდი და ღმერთმა იცის, რატომ. მაგრამ არა, "იუნაიტედის ქომაგი" გადაჭარბებული ნათქვამია.

მხოლოდ იმიტომ, რომ "იუნაიტედში" ვთამაშობდი, მათი გულშემატკივარი ვერ ვიქნებოდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, "ლივერპულთან" რომ ჰქონოდა თამაში, "იუნაიტედის" გამარჯვება მენდომებოდა.

მაგრამ, როცა კლუბი დავტოვე, კავშირიც გავწყვიტე".


კინმა ასევე განაცხადა, რომ ბავშვობაში მას შეეძლო "ტოტენჰემის" ფეხბურთელი გამხდარიყო.

"როცა "როკმაუნთში" ვთამაშობდი, ჩემი ერთ-ერთი თანაგუნდელის მამამ ვარჯიშებზე წამიყვანა და ის "ტოტენჰემის" გულშემატკივარი იყო. ალბათ, აქიდან დაიწყო. მათი მოთამაშეები, გლენ ჰოდლი და კლაივ ალენი მომწონდა.

მაგრამ, სანამ "ნოტინგემ ფორესტში" გადავიდოდი, "ტოტენჰემმა" შემომთავაზა კონტრაქტი, თუმცა "ფორესტი" უკეთესი იყო ჩემთვის, მომწონდა ეს კლუბი და მისდამი ლოიალურად ვიყავი განწყობილი".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
1 ივლისი 2015 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Es reebs wers shig xo araaq to :-D yul gamoslevda es chemisa :-D
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 ივლისი 2015 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამას რაც წლები ემატება ჭკუა უფროა აკლდება.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
1 ივლისი 2015 09:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
ვახო ( G G M U),
არ ყოფილა კაცი ფანი და ხომ არ მოგვატყუებს winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 ივლისი 2015 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
ფანი თუ არ იყო გუნდის წარმატება ხო მაინც უხაროდა??? მაშინ ყველაფერი აფსურდი ყოფილა რასაც ის გუნდისთვის აკეთებდა. ყოველშემთხევავში ვინ ვინ და კინი ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს, არ ეკადრება რაა. თუმცა ამით მანჩესტერს არაფერი აკლდება, თუ ვინმეს რამე დააკლდება ეს პირველ რიგში თვითონ კინი იქნება.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
1 ივლისი 2015 09:53
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვახო ( G G M U),
არ მიხაროდაო არ უთქვამს. აფსურდიც რატომ ყოფილა? თავის მოვალეობას ასრულებდა, როგორც პროფესიონალი და მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან სხვა გუნდს უჭერდა მხარს, "იუნაიტედისთვის" მოედანზე არაფერს იშურებდა. არა მგონია ეს ვინმეს შეურაცხყოფა იყოს.

თან მისი ფოტო რომ გქონია wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: tupaca
1 ივლისი 2015 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ნამდვილი პროფესიონალი ესეთი უნდა იყოს, არასოდეს უღალატია გუნდისთვის რადგან პატივს სცემდა იმ გუნდს რომელმაც ყველაფერი მისცა აბა რონალდოა კაცი რეალი ჩემი ოცნების გუნდიაო და რო გაიქცა
0
№7
ავტორი: kantona-7
1 ივლისი 2015 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
რამოწია ასეთი mocking2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: AkkRed
1 ივლისი 2015 12:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სიცხის ბრალია
0
№9
ავტორი: GeorgeBest
1 ივლისი 2015 13:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს სულ დაბოღმილი ლაპარაკობს ბოლო დროს გუნდზე. არადა როგორ დავიჯერო ამის თამაშების შემყურემ რო როცა აქ იყო ტოტენჰემი ევასებოდა wink
0
№10
ავტორი: red devil
1 ივლისი 2015 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
როცა იუნაიტედის ლეგენდა ხარ ესე არ უნდა ილაპარაკო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top