მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, არდა თურანის ინტერესების წარმომადგენელმა, აჰმედ ბულუთმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელებს არ შეხვედრია.
გასულ კვირაში თურანმა აღიარა, რომ "ატლეტიკოს" დატოვება სურს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს და გუნდები, რომლებთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებს "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედია".
თუმცა "წითელ ეშმაკებთან" დაკავშირებული ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა, ფეხბურთელის აგენტმა კი განაცხადა, რომ პარასკევს ყველაფერი ნათელი გახდება.
"არდა "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებს არ შეხვედრია და არც სამედიცინო შემოწმება გაუვლია.
როცა პარასკევს არდას ახალი გუნდის შესახებ შეიტყობთ, დაგვეთანხმებით, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ", - განაცხადა აჰმედ ბულუთმა.