მარკოს როხო ფიქრობს, რომ ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ პირველ რთულ სეზონს გაუმკლავდება და თავის თავს ახალ კლუბში იპოვის.
ორივე ფეხბურთელი ამჟამად კოპა ამერიკას ნახევარფინალური მატჩის მოლოდინშია, რომელსაც პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. გამარჯვებული კი ჩილეს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში პერუს სძლია ანგარიშით, 2-1.
ანხელ დი მარია საკლუბო სეზონისგან განსხვავებით ამერიკის თასზე კარგ თამაშს აჩვენებს, როხომ კი დი მარია შემდეგნაირად შეაქო: "ჩემთვის ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია.
კლუბში მრავალი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩემთვის ანხელი ერთ-ერთი საუკეთესოა კლუბსა და მსოფლიოში. რთული წელი ჰქონდა. ადაპტაციასთან დაკავშირებით ცოტა პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს ნორმალურია. ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ახალ ქვეყანაში მოდის, განსხვავებულობას უნდა შეეგუოს და ეს ასე ხდება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომდევნო თვეებში შესანიშნავად ითამაშებს".