"იუნაიტედის" ყოფილი მცველი, პოლ მაკგრატი თვლის, რომ შეიმუს კოულმენის ტრანსფერი მნიშვნელოვნად გააძლიერებს "წითელ ეშმაკებს".
"დარწმუნებული ვარ, რომ შეიმუს კოულმენი მშვენივრად მოერგება "მანჩესტერ იუნაიტედს". მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც კარგ მარჯვენა მცველს სჭირდება. ის კარგად მოქმედებს დაცვაში და ამასთან ერთად ძალიან პროდუქტიულია შეტევაში, ინგლისიდან ცოტა ვინმეს თუ შეუძლია მასთან გატოლება." - გადმოგვცემს მაკგრატის სიტყვებს "Daily Mail".
"ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ტრანსფერი "იუნაიტედისთვის" წარმატებული იქნება და იმედი მაქვს, რომ გუნდი მის გაფორმებას შეძლებს."