მიმდინარე წელს "არისტოკრატებმა" 5 წლიანი "შესვენების" შემდეგ პირველად აღმართეს პრემიერ ლიგის ტიტული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხუან მატას იგივე არასოდეს გაუკეთებია. ეს უკანასკნელი კი იმედოვნებს, რომ ამ მომენტამდე ძალიან დიდი დრო არ არის დარჩენილი.
"რაც მე მსურს არის ის, რომ მოვიგო პრიმიერ ლიგა." აცხადებს მატა. "ძალიან იღბლიანი ვარ, რომ მოვიგე უამრავი ტიტული "ჩელსის" მაისურით, მაგრამ არ მომიგია ინგლისის ჩემპიონატი. სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას. მე მინდა ამ თასს "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით დავეუფლო და ყველას ვაჩვენოთ, რომ ისევ ყოველი ტიტულისთვის ვაპირებთ ბრძოლას."
"კარგი ფეხბურთით ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ. უფრო მეტი მატჩების მოგებაა საჭირო. ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს და იმედია, რამდენიმე კარგ ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ შემადგენლობის უფრო გასაძლიერებლად. ჩვენ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები და გამოცდილი მწვრთნელი გვყავს, ასე რომ ყველაფერი გაგვაჩნია წარმატების მისაღწევად. ჩვენ ეს ახლა უნდა გავაკეთოთ - დავაბრუნოთ კლუბი იმ ადგილას, სადაც მისი ადგილია." - დაასრულა ესპანელმა ნახევარმცველმა.