მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის, არდა თურანის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი პრემიერ ლიგაში გეგმავს ასპარეზობას და გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს.
გასულ კვირას აჰმედ ბულუთმა (არდას აგენტმა) განაცხადა, რომ 28 წლის ნახევარმცველს მადრიდის დატოვება და ნისლიან ალბიონზე თამაში სურს. არდას განცხადებით, კანდიდატი კლუბებიდან ის "ჩელსისა" და "იუნაიტედზე" შეაჩერებს არჩევანს, რომელიც კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.
"გამოქვეყნებულია ბევრი ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერი არ არის სიმართლე. ნათელია, რომ დიდ ზეწოლას განვიცდით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ შერჩეული მიმართულებით სვლას და არაფრის თქმას არ ვაპირებთ იქამდე, სანამ გარიგება არ შედგება.
მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს არდა კარიერას." - განაცხადა ბულუთმა NTVSport-თან ინტერვიუში.