"საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის განცხადებით, იგი მზად არის იმ პასუხისმეგლობისთვის, რომელიც შნეიდერლინის ტრანსფერს მოჰყვება, რომელიც სულ მალე "იუნაიტედს" შეუერთდება.
ჭორების მიხედვით, 25-წლის ფრანგი ნახევარმცველი დიდი ხანია შეუთანხმდა "იუნაიტედს" და ახლა უბრალოდ ელოდება, სანამ ორი კლუბი შეთანხმებას მიაღწევს. მოსალოდნელი იყო, რომ ეს საკითხი ორშაბათს გადაწყდებოდა.
რონალდ კუმანის თქმით, მისი კლუბი მზად არის ძირითადი მოთამაშის გასაშვებად, თუმცა "იუნაიტედის" შეთავაზება ახლოსაც არ არის მოსალოდნელ კომპენსაციასთან.
"ჩვენ ვართ ძალიან ახლოს არსებული ვითარების მოგვარებასთან, რომელიც მორგანს უკავშირდება. ვნახოთ რა მოხდება, თუმცა "იუნაიტედის" მხრიდან სერიოზული შეთავაზება არ გვქონია. ჩვენ დაველოდებით, მაგრამ, როგორც წესი, ეს ყველაფერი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. საგანგაშო არაფერია, რადგან დღეს იყო პირველი სავარჯიშო დღე.
მსგავსი სიტუაცია უკვე გვქონდა გასულ სეზონში, რომელიც აღარ განმეორდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. " - განაცხადა კუმანმა ManchesterEveningNews-სთან ინტერვიუში.