"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა, ფილ ჯონსმა, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც იგი "ოლდ ტრაფორდზე" 2019 წლამდე დარჩება, ხოლო ამოწურვის შემდეგ მხარეებს შეუძლიათ ურთიერთობა გააგრძელონ.
23-წლის ინგლისელის დებიუტი 2011 წელს შედგა და მას მერე 128 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან უკვე მოასწრო პრემიერ ლიგის ოქროს მედლის მოპოვება, 2013 წელს.
ლუი ვან გაალი:"მოხარულები ვართ, რადგან ფილი დათანხმდა ახალ კონტრაქტს. ის ნიჭიერი და მონდომებული მოთამაშეა. მას სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში, რაც ჩემთვის ძალიან კარგია.
ფილი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და იგი ყოველ სეზონში უმატებს. მან გასულ წელს ტრავმების გამო გარკვეული პერიოდი გამოტოვა, თუმცა ამ მძიმე მომენტებშიც კი მე გაოცებული დავრჩი მისი პროფესიონალიზმით."
ფილ ჯონსი: "რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ. "იუნაიტედში" მოსვლის პირველი დღიდანვე შემიყვარდა აქაურობა და ვაპირებ სწორედ აქ ჩამოვყალიბდე მაღალი დონის მოთამაშედ.
ეს დიდებული კლუბია და მე ამის ნაწილი ვარ. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას. მინდა ლუი ვან გაალს და მთლიან სამწვრთნელო შტაბს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მათ მომცეს საშუალება ბევრი წელი გავატარო "ოლდ ტრაფორდზე"."
სტატიები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.